ქართველი არტისტი, Tamada ახალ ნამუშევარს, Homeless ავრცელებს.
„გამარჯობა მეგობრებო!
მოკლედ, ახალი ალბომი დავასრულეთ. Lenø Records– ში დავაბალანსეთ, დავამასტერეთ.(რომ გამოვა ალბომი, სხვანაირად გაგიზიარებთ იმ არაჩვეულებრივ და ბევრის შემმეცნებელ გამოცდილებას, რაც გვაჯისთან მუშაობისას მივიღე)
იქიდან გამომდინარე, რომ დაიბეჭდება ფირფიტაზე და ამ ყველაფერს იმაზე მეტი დრო სჭორაობა, ვიდრე მე უმეცარს მეგონა, ავდექი და მოვიწყინე. რატომღაც, ამ მოწყენილობამ გამიღვიძა ძველი შეგრძნებები და დავიწყე წინა პროექტის “Lasha Chapel” ტრეკებში ქექვა. თავისთავად მოხდა ისე, რომ ერთი ხელის მოსმით, ახალ გამოცდილებებდაგროვებულმა, რამდენიმე დღეში, თავიდან ჩავწერე და დავასრულე ბევრი ძველი კომპოზიცია, თუ სიმღერა. არაა გასაკვირი, რომ გამიჩნდა იდეა დროდადრო გაგიზიაროთ ჩემი ძველი მეს ქავერები და ოფიციალურად გამოვცე სხვადასხვა ლეიბლებზე.
პირველი გახლავთ “Homeless”, რომელიც მუდამ განსაკუთრებული მელანქოლიაში მაგდებდა, რადგან ზუსტად ეს ტრეკი იყო, 2013 წელს, პირველი ჩემით გაკეთებული “ელექტრონული” მუსიკა. დაუვიწყარი დღეები მაჩუქა ამ სიმღერის გადაკეთების პროცესმა, თითქოს ძველ მესთან დამაბრუნა და დროში მამოგზაურა. გვაჯიმაც ძმასავით მიიღო, ბასზეც დაუკრა, დიდი სიყვარულით დამიქსა და მიამარილა კიდეც. გადავწყვიტეთ ეს სიმღერა Leno Records ზე გამოსულიყო.
იმედია მოგეწონებათ და ბოდიშშიც ჩამითვლით, ახალი ალბომის ასე გაწელვისთვის.
დღეს ბათუმში, TAMADA – Mono Hall Batumi გეპატიჟებით და ამ ტრეკის პრემიერასაც დავაბზრიალებთ.
გავიხაროთ!“ – წერს მუსიკოსი
„თამადას ახალ ტრეკს გაუმარჯოს, თამადათამადას პირველი ტრეკი Lenø Records-ზე აქაც ვუკრავ ბასზე ))!“ – წერს გიორგი გვარჯალაძე