LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ივერი: „დღეს იმდენი ნიჭიერი ხალხი მღერის ქუჩებში, უნდა დაარსდეს გადაცემა, რომელიც უშუალოდ მხოლოდ ქუჩის მუსიკოსებს დაუთმობს დროს“

298
Untitled design (6)

ახლახან ქართველმა მსმენელმა კიდევ ერთი ნიჭიერი შემსრულებელი გაიცნო – სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა დავით ვაშაყმაძის ვიდეოები, რომელიც თბილისის ქუჩებში მღერის.

ერთ-ერთ ვიდეოს, რომელშიც დავით ვაშაყმაძე ქვინის ლეგენდარულ კომპოზიციას „Bohemian Rhapsody“-ს ასრულებს, სოციალური ქსელის მომხმარებლებს გიორგი ლაფაჩიშვილი უზიარებს.

აღნიშნულ ვიდეოს ასევე სოციალურ ქსელში ოპერის მომღერალი თამარ ივერი ეხმიანება:

„დღეს იმდენი ნიჭიერი ხალხი მღერის ქუჩებში, უნდა დაარსდეს სატელევიზიო გადაცემა, რომელიც უშუალოდ მხოლოდ ქუჩის მუსიკოსებს, სოციალურ ქსელებში და ქალაქებში თუ რეგიონებში აღმოჩენილ მომღერლებს დაუთმობს დროს! ითავოს რომელიმე არხმა და ჟურნალისტმა ეს საქმე“, – წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.

 

დღეს იმდენი ნიჭიერი ხალხი მღერის ქუჩებში,უნდა დაარსდეს სატელევიზიო გადაცემა,რომელიც უშუალოდ მხოლოდ ქუჩის…

Posted by Tamar Iveri on სამშაბათი, 24 ოქტომბერი, 2023

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები