LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამაზ მეჭიაური: ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა აქტუალური აღარ არის

81

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის ანგარიშის მოსმენა აქტუალური აღარ არის და ერთ კონკრეტულ პოლიტუკურ პარტიას ამ საკითხის შოუს ფორმატში გადატანა სურს. ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა დღევანდელი ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

,,იმდენად კარგადაა ქვეყანაში საქმე რომ ბოლი თვის მთავარი თემა მხოლოდ ქადაგიძე და ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშია? ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ პარლამენტმა თავის დროზე დაარღვია რეგლამენტი და ამის გამო ანათემას ხომ არ გადაგვცემთ? დაირღვა და ეს აღიარა ყველამ, პარლამენტის თავმჯდომარიდან დაწყებული. პირველად თვითონ ეროვნული ბანკის თხოვნით დაირღვა. რაც უფრო შორს მიდის საქმე, 2014 წლის ანგარიში აქტუალობას უფრო მეტად კარგავს იქიდან გამომდინარე, რომ 2015 წლის ანგარიში უახლოეს პერიოდში უნდა შემოვიდეს. ამაზე აპელირება უკვე პოლიტიზირების არც თუ ისე წარმატებული მცდელობაა”, – განმარტა თამაზ მეჭიაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები