LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თანდათან ქალებმაც უნდა გაიარონ საბრძოლო მომზადება – ამ ქვეყანაში იარაღის ხმარება ყველამ უნდა იცოდეს“: ალეკო ელისაშვილი

218
ელისაშვილი ქალ სამხედროებზე

„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ბოლოს და ბოლოს, გაიღვიძა მთავრობამ და მიხვდა, რომ იცვლება ჩვენ გარშემო ყველაფერი და არ შეიძლება, რომ გაწვევა სავალდებულო არ იყოს“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით.

დეპუტატის აზრით, თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად აუცილებელია, რომ ყველა ახალგაზრდას გავლილი ჰქონდეს საბრძოლო მომზადება. როგორც ელისაშვილმა თქვა, აღნიშნული კოდექსის შემუშავებაში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში თავადაც ჩართული იყო.

„უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სამსახური არ იყო ეფექტური და არ იძლეოდა შედეგს“: პრემიერი სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმირებას აანონსებს

„ამდენი ხანი რატომ ეძინათ, არ ვიცი, არადა თვეების განმავლობაში მე, პირადად, როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, ჩართული ვიყავი ზუსტად ამ კოდექსის შემუშავებაში და ყოველ ჯერზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს ვეკითხებოდი, რატომ არ გამოგვქონდა და რატომ იყო გაჩერებული. კარგია ის, რაც კეთდება, ამდენ ხანს არ უნდა გაწელილიყო.

აღდგება სავალდებულო სამსახური, მაგრამ არ იქნება არანაირი ყარაულები, არანაირი დაცვის პოლიციაში წაყვანა, არანაირი ჭიშკართან ატუზული ბავშვები საპატიმროების ე.წ. კოშკურებზე. წავა ყველა ახალგაზრდა, ვინც 18 წლის გახდება და რამდენიმეთვიან საბრძოლო მომზადებას გაივლის მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის ძალებში, მხოლოდ ჯარში და აუცილებლად ყველა გაივლის ბატალიონის დონეზე საბრძოლო მომზადებას.

ეს კარგია და შესაბამისად, აქ იქნებიან ყველა პროფესიის წარმომადგენლები, არანაირი დათქმები არ იქნება, არანაირი„გირჩის“ ცნობებით თავის დაძვრენა, რაც თავისთავად დიდი მავნებლობა იყო.

არმია დაინტერესებული და მოწადინებული ადამიანებისგან უნდა შედგებოდეს – „გირჩი – მეტი თავისუფლება” სავალდებულო სამხედრო სამსახურზე ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს

ყველა ჯანმრთელი ახალგაზრდა გაივლის საბრძოლო მომზადებას, ეს არის აუცილებელი, ამით უნდა გაძლიერდეს ჩვენი თავდაცვის ძალები და ყველა ახალგაზრდამ ოფლი უნდა ღვაროს ქვეყნის სამსახურში, უნდა იცოდეს იარაღთან მოპყრობა და ელემენტარული ტაქტიკური მომზადება უნდა ჰქონდეს გავლილი.

მიმაჩნია, ამ ეტაპზე უნდა იყვნენ ბიჭები, მაგრამ თანდათან ქალებმაც გაიარონ საბრძოლო მომზადება, როგორც ფინეთში, ისრაელშია და როგორც ყველა მსგავსი გამოწვევების მქონე ქვეყანაშია.“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

magti 5g