რუსთავში კორონავირუსით 29 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. კლინიკა „რუსთავის“ სამედიცინო ხელმძღვანელი ირაკლი გიორგაძე აცხადებს, მას არ ჰქონდა თანმხლები დაავადებები, თუმცა პაციენტის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.
ის კლინიკაში 10 დეკემბრიდან მკურნალობდა.
„10 დეკემბერს შემოიყვანეს. პაციენტს გაუკეთდა ტესტი და დაუდგინდა კორონავირუსი. კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. ფილტვები თითქმის 100 პროცენტით დაზიანებული იყო. თავიდანვე გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე. მკურნალობის კურსი პირველივე წუთიდან შეთანხმდა კლინიკურ ჯგუფთან. სამწუხაროდ, პაციენტი გუშინ გარდაიცვალა“, – განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა
ამასთან, ვირუსი 2244-მა პაციენტმა დაამარცხა.
რუხის კლინიკაში კორონავირუსით 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა: მიზეზად თვითნებური მკურნალობა სახელდება