LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსით სარგებლობა ყველაზე ძვირი შვეიცარიაში, ყველაზე იაფი კი – ფილიპინების რესპუბლიკაშია

182
TAXI

მონაცემთა ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზა Numbeo, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების, უძრავი ქონების ფასებისა და საარსებო მინიმუმის შესახებ აგროვებს ინფორმაციას, ქვეყნების მიხედვით ტაქსის სერვისის ტარიფებს აქვეყნებს.

რეიტინგში 97 ქვეყანა მოხვდა და მასში ტაქსით გადაადგილების ღირებულება მოცემულია სტანდარტული ტარიფით 1 კმ-ზე.

როგორც ირკვევა, ტაქსით სარგებლობა ყველაზე ძვირი, კმ-ზე 4.16 ევრო, შვეიცარიაში ჯდება, ყველაზე იაფი, 0.24 ევრო, კი – ფილიპინების რესპუბლიკაში.

რაც შეეხება საქართველოს, ის 97 ქვეყანას შორის 68-ე ადგილზეა. Numbeo-ს მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში 1 კმ-ზე ტაქსით გადაადგილების ტარიფი 0.67 ევროა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g