LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტატა ხვედელიანი: „პარტნიორებთან ვმუშაობთ, რათა უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა საქართველოს არ შეეხოს“

113
ტატა ხვედელიანი

„საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ უნდა შეეხოს. ვიზალიბერალიზაციას არანაირი სანქცია არ უნდა შეეხოს იმის გამო, რომ საქართველოს ავტორიტარული რეჟიმი მართავს, რომელიც საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობს“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა საქართველოს არ უნდა შეეხოს, რადგან ეს მოსახლეობის ინტერესებს დააზიანებს:

„მთავრობაში ე.წ. მოძალადეები გვყავს, რომელთა დანაშაულებრივი ქმედებების გამო ქართველი ერი უნდა დაისაჯოს, რომელმაც ყველა ეტაპზე დაამტკიცა, რომ ევროკავშირის წევრობას და ამ დიდ მონაპოვარს იმსახურებს? პარტნიორებთან ვმუშაობთ, რათა უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა საქართველოს არ უნდა შეეხოს, რადგან ეს მოსახლეობის ინტერესებს დააზიანებს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g