LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თათია კენჭიაშვილი: „ჩემს ძმას რამდენჯერმე უყვარდა, მაგრამ ის ერთადერთი ჯერ არ გამოჩენილა… ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ როგორც შემოქმედი, არ დაკარგულიყო…“

113
TaTia kenWiaSvili

მუსიკოს დავით კენჭიაშვილის და, თათია მასთან ერთად ბავშვობიდან მღერის. და-ძმა ერთად ფლობს ხმის ჩამწერ სტუდიას, ასევე ანსამბლ „თაობის“ ხელმძღვანელებიც არიან.

თათია კენჭიაშვილი ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება ძმის შესახებ, რომელთანაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს:

„დედა გვზრდიდა იმ ღირებულებით, რომ ჩვენ ერთმანეთი ძალიან უნდა გვყვარებოდა და რაც უნდა მომხდარიყო, ერთმანეთი უნდა დაგვეცვა, ერთად გვევლო. დედის გარდაცვალების შემდეგ დათოს აღარ უნდოდა სიმღერა. ძალიან ბევრი ვეცადეთ მეც და ჩემი მეუღლეც, დაგვერწმუნებინა, რომ დედა ამით ბედნიერი ნამდვილად არ იქნებოდა. 3 წლის მერე დადგა სცენაზე. მას მერე დაუბრუნდა შემოქმედებას და დღემდე აქტიურად აგრძელებს. ამ სამი წლის განმავლობაში დათოს გარეშე არსად წავსულვარ. დრო დაგვჭირდა, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დათო, როგორც შემოქმედი ადამიანი, არ დაკარგულიყო…“

რაც შეეხება ძმის პირად ცხოვრებას, თათია ამბობს, რომ ძალიან უნდა, ძმას ოჯახი ჰყავდეს: „ჩემს ძმას რამდენჯერმე უყვარდა, მაგრამ ის ერთადერთი არ გამოჩენილა… რა თქმა უნდა, მინდა, ოჯახი ჰყავდეს. ერთხელ რომ ვკითხე, რატომ არ მოგყავს ცოლი-მეთქი, მიპასუხა, ისე უნდა მიყვარდეს, რომ მისთვის ყველაფრის გაკეთება შემეძლოს, მისთვისაც ყველაფერი უნდა ვიყო, ასეთ სიყვარულს ველოდები და თუ ასეთი არ იქნება, მაშინ არ მინდაო. ისეთი გენეტიკის ადამიანია, აუცილებლად უნდა ჰყავდეს შვილები. იმედია, მალე იპოვის თავის გულისსწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g