LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდასხმა თავიდან ბოლომდე პროფესიული ნიშნით იყო იმის გამო, რომ მე ვარ ჟურნალისტი: ვახო სანაია

106
ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. დღეს სასამართლო პროცესზე სამი ადამიანი დაიკითხება.

როგორც სანაიამ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, მასზე „თავდასხმა თავიდან ბოლომდე პროფესიული ნიშნით იყო იმის გამო, რომ ის არის ჟურნალისტი“.

მისივე განცხადებით, „თავდამსხმელები ტელევიზიებზე და ჟურნალისტებზე, ასევე მისი საქმიანობის გამო გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, რაც ადასტურებს იმას, რომ თავდასხმა ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება“.

„გუშინ იყო ჩემი დაკითხვა. ყველა შეკითხვას ვუპასუხე. დღეს პროცესზე ჩემი ცოლი, ოჯახის ადვოკატი და ასევე ჩვენი ოჯახის წევრი, რძალი დაიკითხება. სამივე იმ ღამეს ადგილზე იმყოფებოდა და რაც დაინახეს ამას აღწერენ, დეტალურად უპასუხებენ ყველა შეკითხვას. ეს თავდასხმა თავიდან ბოლომდე პროფესიული ნიშნით იყო იმის გამო, რომ მე ვარ ჟურნალისტი, მე ამ ადამიანებთან ცხოვრებაში შეხება არ მქონია. იმ სიტყვებიდან გამომდინარე რასაც ისინი ამბობდნენ, როდესაც საუბარი იყო ტელევიზიებზე, ჟურნალისტებზე, ჩემზე კონკრეტულად, ისინი უკმაყოფილებას ჩემი საქმიანობის გამო გამოთქვამდნენ. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ თავდასხმა ჟურნალისტური საქმიანობის გამო იყო”, – განაცხადა სანაიამ.

ამავე თემაზე:

ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვეს

ვახო სანაია: “მინდა ამ არარაობებს ვუთხრა, ილოცონ დღე და ღამე, რომ ეს სტრესი ნეგატიურად არ აისახოს ჩვენს შვილზე, თორემ ციხე მათთვის მონაგონი იქნება”

გარწმუნებთ, დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს – ირაკლი ღარიბაშვილი ვახო სანაიას თავდასხმაზე

ვახო სანაიას მეუღლე: “დაუდასტურდა ტვინის შერყევა, ახლა დამატებით კვლევებზე გადაგვამისამართეს”

“მაგას სახეზე ცემის კვალი არ ეტყობოდა და რანაირად ცემეს” – დაკავებულის მამიდა

mazda magti 5g