LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავის ოქროს დაბადების დღეს იქ შეხვდება“ – ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი 28 მარტს ჩაინიშნა

176
Untitled design (77)

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა 28 მარტს, 12 საათზე ჩაინიშნა – ინფორმაციას ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს.

„გამარჯობათ მეგობრებო! ვისაც გაინტერესებთ ლაზარეს პროცესის ამბები…ამ წამს ვესაუბრე ადვოკატს და 28 მარტს 12 საათზე ჩაინიშნა სასამართლო! თავის ოქროს დაბადების დღეს იქ შეხვდება 22 მარტს“, – წერს თამთა კალანდაძე.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სხდომა, 26 თებერვალს იყო ჩანიშნული, თუმცა პროცესი მოსამართლის შვებულების გამო გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის მარტის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ახალგაზრდას 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გრიგორიადისმა 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მისამართით, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ლაზარეს ადვოკატები და ოჯახი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს.

„ყველას ხომ ჰყავს შვილები, ვინც მთავრობაში არიან, თუ სასამართლოში, ადამიანის ასე აბუჩად აგდება ხომ არ შეიძლება“ – ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა

ამავე დროს, ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ ბრალდებულად ცნო სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლემ მას გასული წლის 25 სექტემბერს 1,6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ლაზარე გრიგორიადისი: „ციხეში დისკრიმინაციული მენიუ აქვთ, ინფრასტრუქტურა – ნაგავი, სააბაზანოებში ობია გავრცელებული, გაფუჭებული გაურეცხავი, მოუხარშავი, დაბინძურებული პროდუქტით დამზადებული საკვები – რაც აქ ხდება, საშინელებაა“

ადვოკატი: „ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები