თავისუფლების მოედანზე მოქალაქეებს მეტროში ჩასვლა დიდი რიგების გავლით უწევთ. იმის გამო, რომ რუსთაველის გამზირზე მოძრაობა გადაკეტილია 26 მაისის ღონისძიებებზე მისულ დამთვალიერებლებს ტრანსპორტით სარგებლობა არ შეუძლიათ, შესაბამისად, მეტრო დიდი დატვირთვით მუშაობს. მიწისქვეშა ტრანსპორტი დაახლოებით 3-4 წუთის ინტერვალით მოძრაობს. ამის მიუხედავად, მგზავრთა გადაყვანა გართულებულია.
