LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე გზის შეკეთების სამუშაოები სრულდება

30

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე გზის საფარის აღდგენითი სამუშაო დასრულების ეტაპზეა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურისტული სეზონისთვის, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზა სრულად შეკეთდა. დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოხდა გზის ორმოული შეკეთება, მოწესრიგდა დაზიანებული ბორდიურები და საგზაო ნიშნები. გრძელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

დეპარტამენტის ცნობითვე, სამუშაოს დასრულების შემდეგ, ავტოტრანსპორტის მოძრაობის მხრივ, ყველაზე მაღალი ინტენსივობის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალით (აღმოსავლეთიდან-დასავლეთ საქართველოს მიმართულებით და პირიქით) საკურორტო და რეკრეაციულ ზონებამდე მისვლა შეუფერხებლად და კომფორტულად იქნება შესაძლებელი.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზასთან ერთად, დაზიანებულ საგზაო მონაკვეთებზე, მოვლა-შენახვის სამუშაო, მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიურად გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები