LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მეტრო ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს უფასოდ ემსახურება

146
მეტრო

თბილისის მეტრო ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს უფასოდ ემსახურება.

„ფორტუნას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, რომ ამის მიზეზი ტურნიკეტებია, რომელთაც პრობლემა შეექმნა. მათივე ცნობით, შესაბამისი ჯგუფები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განმარტებით, ხარვეზის გამო უფასოდ გადაადგილება თბილისის მეტროს ორივე ხაზზე, ნებისმიერი მეტროსადგურიდან არის შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები