თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 167-ე სეზონი ტრადიციულად ზაქარია ფალიაშვილის ოპერით „აბესალომ და ეთერი“ გაიხსნება. სპექტაკლი ეძღვნება გამოჩენილი ქართველი ტენორის ზურაბ სოტკილავას ხსოვნას.
„აბესალომ და ეთერიში“ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახალხო არტისტი თეიმურაზ გუგუშვილი, ოპერის თეატრის სოლისტები: ხათუნა ჭოხონელიძე, სულხან გველესიანი, ირინა ალექსიძე, გოჩა დათუსანი, მარიკა მაჩიტიძე, მანანა იორდანიშვილი, თამაზ საგინაძე, გია მახარაძე, გივი ფეიქრიშვილი, ოპერის თეატრის ორკესტრი და გუნდი.
სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი (თეატრის მთავარი დირიჟორი), დამდგმელი რეჟისორი გიზო ჟორდანია, დამდგმელი მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, დამდგმელი ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი, ვიდეოპროექცია დავით მაჭავარიანი.
სპექტაკლი 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე, დაიწყება.