LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დააკავეს – შსს-ს ცნობით აფგან სადიგოვი 2024 წლიდან აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა

166
აფგან სადიგოვი

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს. თავდაპირველად დაკავების შესახებ ინფორმაცია და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ჟურნალისტის მეუღლემ, სევინჩ სადიგოვამ გამოაქვეყნა.

საკითხის გასარკვევად რადიო „ფორტუნა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აფგან სადიგოვის დაკავება დაგვიდასტურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით. აღნიშნული პირი, 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა – განმარტავენ უწყებაში.

აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g