LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში დაჭრილ არასრულწლოვანს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული და ოპერაცია უტარდება

87

რუსთაველზე დაჭრილ არასრულწლოვანს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული და ოპერაცია უტარდება,- ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“შემოსვლისას გამოხატული იყო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის არეში და წელის მიდამოში. 4 ჭრილობა აქვს მიყენებული სავარაუდოდ დანით. ჰემორაგიული შოკი აქვს, ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. მოზარდი დაახლოებით 15-16 წლისაა,”- განაცხადა ექიმმა.

მოზარდი რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს. შსს-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g