LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში დღეს ავტობუსების დამატებითი მარშრუტები იმოძრავებს

136
უფასო ავტობუსები

თბილისის მერიის ინფორმაციით, საქალაქო სასაფლაოების მიმართულებით, ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტია დანიშნული, რომლებიც მოქალაქეებს დღის განმავლობაში უფასოდ მოემსახურებიან.

კერძოდ, ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, „დიდუბის“ ზედა და ქვედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან; ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

„აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g