LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში კალაძის საქმიანობას 53% დადებითად აფასებს, 12% – უარყოფითად – NDI

97

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, თბილისში გამოკითხული მოსახლეობის 53% დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 12% – უარყოფითად.

NDI-ის მიერ თბილისში გამოკითხულთა 31% თბილისის მერის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, ხოლო 4%-ი აღნიშნულ კითხვაზე პასუხობს, რომ არ იცის, როგორ აფასებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტიდან 4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 2-3%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g