LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მოიჯარეები საიჯარო ქირისგან და პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდებიან

179
tbilisi-agmashenebeli-ave

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ დაწყებული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა გაგრძელდება და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, – ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, თბილისის მუნიციპალიტეტის 700-მდე მოიჯარე სრულად გათავისუფლდება 2021-2022 წლებში გადასახდელი 11 მილიონამდე ლარის საიჯარო ქირისგან.

ამასთან, მისივე თქმით, 160-მდე ღია კაფის მფლობელი კი გათავისუფლდება თბილისის მუნიციპალიტეტისთვის 2022 წლის ბოლომდე გადასახდელი 800 000 ლარის იჯარის გადასახადისგან.

„უკანასკნელი წელიწად-ნახევარი-ორი წლის განმავლობაში, ეკონომიკური სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა. განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესი საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, შემუშავებული გვაქვს მათი მხარდაჭერის პროგრამა“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისი თქმით, ეკონომიკური შეღავათების ფარგლებში, პანდემიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტის 1 000-მდე მოიჯარეს და ღია კაფის მფლობელს შეეძლება, უძრავი ქონებით სარგებლობის ვადა დამატებით, ორი წლით გაიხანგრძლივოს. გარდა ამისა, მოიჯარეებს, რომელთაც სარგებლობის ვადა ამოეწურათ ან ვადაზე ადრე შეუწყდათ – 2020 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ან რომელთა ხელშეკრულების ვადაც 2022 წლის პირველ იანვრამდე იწურება, მუნიციპალიტეტი ხელშეკრულების ვადის აღდგენა-გაგრძელებას 2024 წლის პირველ იანვრამდე სთავაზობს.

ირაკლი ხმალაძის განცხადებითვე, პანდემიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტის მოიჯარეებს ქირის გადაუხდელობის გამო, მილიონობით ლარის დაკისრებული და დასაკისრებელი პირგასამტეხლოები ჩამოეწერება, ხოლო ტურისტული ობიექტები ერთჯერადად, დასუფთავების მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g