LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე საბავშვო ბაღი დაიხუროს

121

თბილისში დახურული საბავშვო ბაღების რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.

როგორც “ფორტუნას” ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ისინი ბაღების შენობების მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის პასუხებს კვლავ ელოდებიან.

სავარაუდოდ, ამ ბაღების რიცხვში მოხვდება 64-ე საჯარო ბაღიც, რომელიც როგორც სააგენტოში აცხადებენ, ვიზუალურად ცუდ მდგომარეობაშია. თუმცა, ოფიციალური პასუხი დღის ბოლოსკენ გახდება ცნობილი.

რაც შეეხება ამორტიზებულ შენობებს, მათი დანგრევა გადაწყვეტილი არ არის.

“ამორტიზებულ შენობებს ან გაამაგრებენ ან დაანგრევენ,ს აჭიროების მიხედვით. ჯერჯერობით, კონკრეტული გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით მიღებული არ არის”, – განაცხადეს “ფორტუნასთან” სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან თბილისის სამ საჯარო ბაღში ( N19, N84 და N125-ე) სწავლა შეწყდა. მიზეზი ბაღების შენობების ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობაა.

29 იანვრიდან აღნიშნულ ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები რაიონში არსებულ სხვა საბავშვო ბაღებში გადანაწილდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები