LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი: „დღეს ძალიან ბევრი ისმის იმის თაობაზე, რომ უკვე პრეზიდენტობისას, სააკაშვილმა სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები დახარჯა სხვადასხვა ქალბატონის კეთილდღეობისთვის – მსგავსი დარღვევები ჯერ კიდევ სულხან მოლაშვილმა აღმოუჩინა სააკაშვილს, იუსტიციის მინისტრობისას“

200
თეა წულუკიანი

„მიხეილ სააკაშვილი, მაშინ როდესაც ედუარდ შევარდნაძე იყო ჩვენი ქვეყნის პირველი პირი, მისი იუსტიციის მინისტრი იყო. ნელ-ნელა იწყებდა ხელისუფლებაში მოსვლისთვის მზადებას, ბატონი მიხეილ სააკაშვილი და პოლიტიკური, არჩევით პოლიტიკას ვგულისხმობ, კარიერა მისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზა უფრო დიდი მწვერვალებისკენ“, – განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა სხდომაზე, სადაც სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით თამაზ მოლაშვილია მიწვეული.

თეა წულუკიანის თქმით, სულხან მოლაშვილმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, იგი სამინისტროს თანხების უკანონო ხარჯვაში ამხილა.

„თქვენ რომ ახსენეთ საკრებულო, აქ იგულისხმებოდა ის, რომ შემდგომ მან კენჭი იყარა და გახდა თბილისის საკრებულოს წევრი. აი ამ დროს, როდესაც ის იყო მინისტრი თქვენმა ვაჟმა, სულხან მოლაშვილმა, როგორც კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, შეამოწმა საბიუჯეტოს სახსრების ხარჯვა მინისტრი სააკაშვილის მიერ და იქ აღმოჩნდა მრავლობითი დარღვევები. სტრასბურგის სასამართლოში შემოსულ მასალებში იდო, სწორედ კონტროლის პალატის მიერ მოლაშვილის თავმჯდომარეობის პერიოდში შექმნილი დოკუმენტები თავისი დანართებით. ამ დოკუმენტებსა და დანართებში არა მხოლოდ დარღვევები იყო, რომლებიც თქვენ ახსენეთ, რომ ფლანგავდაო სახსრებსო, არამედ ბატონ სულხანს მისთვის ჩვეული პრინციპულობით პირდაპირ გვარებით და სახელებით ჰქონდა ჩამოთვლილი ვისზე და რისთვის ხარჯავდა მინისტრი სააკაშვილი სახელმწიფო სახსრებს უკანონოდ“, – თქვა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, დღეს ძალიან ბევრი ისმის იმის თაობაზე, რომ უკვე პრეზიდენტობისას, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის სამსახურის კუთვნილი, საბიუჯეტო სახსრები დახარჯა, მისივე თქმით, მსგავსი დარღვევები, ჯერ კიდევ სულხან მოლაშვილმა აღმოუჩინა მიხეილ სააკაშვილს იუსტიციის მინისტრობისას.

„დღეს ძალიან ბევრი ისმის იმის თაობაზე, რომ უკვე პრეზიდენტობისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის სამსახურის კუთვნილი, ანუ საბიუჯეტო სახსრები, დახარჯა სხვადასხვა ქალბატონის კეთილდღეობისთვის, თავისი პირადი ჯანმრთელობისა, თუ კარგად ყოფნისთვის. მსგავსი დარღვევები ჯერ კიდევ სულხან მოლაშვილმა აღმოუჩინა სააკაშვილს იუსტიციის მინისტრობისას. მე მახსოვს იმ ქალბატონების გვარები და სახელები, სტრასბურგის მასალებიდან, ვისზეც ის წერდა, რომ იმის მაგივრად, რომ ის სახელმწიფო სახსარი მოეხმარებინა მინისტრს სახელმწიფო მიზნებისთვის ის თავისი გარემოცვის ქალბატონებზე ზრუნვით იყო დაკავებული და ამაში ხარჯავდა იუსტიციის სამინისტროს სახსრებსო, ეს ეწერა სხვა ბევრ დარღვევას შორის“, – თქვა თეა წულუკიანმა.

magti 5g