LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი: „ნიკა მელიას საქმე გადაგზავნილია პროკურატურაში“ – დროებითი საგამოძიებო კომისია, სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურას ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიმართავს

129
ნიკა მელია, თეა წულუკიანი

„ნიკა მელია საქმე გადაგზავნილია პროკურატურაში“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ვინაიდან ნიკა მელია კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის არ მივიდა, კომისიის ვალია, საქმე პროკურატურას გადაეცეს.

ზურაბ ჯაფარიძე: „პროკურატურა“ მიბარებს წულუკიანთან რატომ არ მიხვედიო“

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურაში დაიბარეს.

„დღეს, ჩვენთან პირველ საათზე ახსნა-განმარტების მოსაცემად მოწვეული იყო ბატონი ნიკა მელია. მას შეტყობინება გაეგზავნა. სამდივნოს დადასტურებულად აქვს დოკუმენტები, რომ მან ეს შეტყობინება მიიღო, რომ მისთვის ცნობილი იყო, დღეს, პირველ საათზე უნდა გამოცხადებულიყო. სხვა გამოსაკითხი პირებისგან განსხვავებით, წევრებისთვის არაფერია დასამალი და უნდა გითხრათ, მან ჩათვალა, რომ უფლება აქვს სამდივნოსთან ჰქონდეს ზრდილობასთან მწყრალი დამოკიდებულება და აბუჩად აიგდო ეს შეტყობინება, მაშინვე.

თუმცა, მე არ ვკარგავდი იმედს, რომ ის დროულად გონს მოეგებოდა და გამოცხადდებოდა კომისიის სხდომაზე. ამის დასტურია ისიც, რომ როდესაც ჩვენ ვნახეთ, საშვთა ბიუროში პირველ საათზე მოცემული პირი არ გამოცხადდა, აი, ამ დრომდე, 16:00 საათი ხდება და ჩვენ კენჭისყრაზე საკითხი არ დაგვიყენებია იმიტომ, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება რაღაც მომენტში იფიქროს ასე და მერე გადაიფიქროს და სხვანაირად მოიქცეს.

მით უმეტეს, სისხლის სამართალში ამას თავისი კვალიფიკაციაც აქვს, რომ შეიძლება ჩაიდინო დანაშაული და შემდეგ უცებ გადაიფიქრო და ხელი აიღო ამაზე. როგორც ჩანს, ასეთ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე და მან, სავარაუდოდ, გადაწყვიტა, რომ დაარღვიოს სსკ-ის 349-ე მუხლი. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი ვალია, მივიღოთ გადაწყვეტილება, გადაიგზავნოს თუ არა ნიკა მელიას საქმე საქართველოს პროკურატურაში“, -განაცხადა თეა წულუკიანმა.

მოგვიანებით კომისიამ კენჭისყრით ერთხმად გადაწყვიტა, რომ ნიკა მელია საქმე გადაიგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.

„ნიკა მელია საქმე გადაგზავნილია პროკურატურაში. ახლა უკვე 16:00 საათია და სამუშაო დღის ბოლომდე ჩვენ შევეცდებით ყველა ის დოკუმენტი, რაც ხელთ გვაქვს სამდივნომ შეკრიბოს და მივაწოდოთ პროკურატურის ორგანოებს“,– განაცხადა წულუკიანმა.

გიორგი ვაშაძე: „ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს?! მეც ვიბარებ რუსთაველზე, ქართველ ხალხთან და მოვიდეს!“

ნიკა გვარამია: „ამ პროცესის მიზანია ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან ყურადღების გადატანა რუსულ პროპაგანდისტულ თემებზე – ე.წ. კომისიის სხდომებზე არც ერთი სტატუსით არ გამოვცხადდებით“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g