LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი: როდესაც პატიმარი უკვე გარდაცვალებასთან ახლოს იყო, არ აწყობდათ „დემოკრატიის შუქურად“ შერაცხილ სააკაშვილს ციხეში ჰქონოდა მაღალი სიკვდილიანობა, ამიტომ, ოჯახს ეუბნებოდნენ, რომ გათავისუფლებულია და წაიყვანე – ის ადამიანი იღუპებოდა თავის საცხოვრებელ ადგილას და არ ეთვლებოდა ციხეს, ამას ერქვა „სიკვდილის ექსპორტი“

268
თეა წულუკიანი ,მიხეილ სააკაშვილი

„სიკვდილის ექსპორტი“ რას გულისხმობდა, იმ ახალგაზრდებისთვის განვმარტავ, რომელმაც შეიძლება არ იცის და დღეს რას ითხოვს თვითონ ვერ გაუგია, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი განცხადებითვე, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებას არ აწყობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირებულიყო, ამიტომ, სიკვდილის პირას მყოფი პატიმრების ოჯახებს ურეკავდნენ და პატიმრებს სახლში ატანდნენ, რათა მათი გარდაცვალება სტატისტიკურად ციხისთვის არ მიეკუთვნებინათ.

„როდესაც პატიმარი, როგორც ამ შემთხვევაში, ქალბატონი გიულის ძმა, ბატონი გიორგი ავალიშვილი უკვე იყო გარდაცვალებასთან ახლოს, იმიტომ, რომ სცემდნენ, სასიკვდილოდ იმეტებდნენ, მათ არ აწყობდათ, რომ ეს სტატისტიკაში ასახულიყო.

არ უნდოდათ, რომ ამერიკის მიერ, დასავლეთის მიერ „დემოკრატიის შუქურად“ შერაცხილ სააკაშვილს ციხეში ჰქონოდა მაღალი სიკვდილიანობა, ამიტომ, არსებობდა ასეთი მეთოდი, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ან რამდენიმე დღით ადრე, ურეკავდნენ ოჯახს და ეუბნებოდნენ, რომ გათავისუფლებულია და წაიყვანე.

ის ადამიანი, რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში იღუპებოდა თავის საცხოვრებელ ადგილას და ეს სიკვდილი არ ეთვლებოდა ციხეს. ამას ერქვა „სიკვდილის ექსპორტი“ და ეს აუცილებლად აისახება ჩვენს დასკვნაში. ეს მახასიათებელი იყო, აქამდე საჯაროდ არ განგვიხილავს ისეთი საქმე, რომელიც სიკვდილის ექსპორტს ეხება და მნიშვნელოვანია რომ განვიხილეთ“. – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი: „ზურა ადეიშვილი, როგორც უკანასკნელი ლაჩარი, ისე გაიქცა ქვეყნიდან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g