LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტი iHeartRadio Music Awards-ს დაესწრება – არტისტი დაჯილდოების ტოპ ნომინანტია

161
download

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ტეილორ სვიფტი iHeartRadio Music Awards-ს დაესწრება. ბოლოს, არტისტი დაჯილდოებაზე სტუმრის სტატუსით, 2023 წელს წარდგა.

ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ მუსიკოსს ცერემონიაზე დამსწრეთა რიგში ვიხილავთ, მისი სასცენო პერფორმანსის შესახებ კომენტარი არ გაკეთებულა.

ამასთან, მიმდინარე წელს დაჯილდოების ცერემონიაზე ეს მისი პირველი გამოჩენა იქნება.

აღსანიშნავია, რომ სვიფტი წლევანდელი დაჯილდოების ტოპ ნომინანტია. მინიჭებული ცხრა, მათ შორის ,,წლის არტისტისა” და ,,წლის პოპ არტისტის” ნომინაციით, ის ზედიზედ მეოთხედ, დაჯილდოების ყველაზე ნომინირებულ არტისტად იქცა.

შემსრულებლის წლის მთავარი ჰიტი – The Fate of Ophelia ,,წლის სიმღერისა” და ,,წლის პოპ სიმღერის” ნომინაციებშია წარდგენილი.

ძირითადი კატეგორიების გარდა, სვიფტი ნომინირებულია საჯარო ხმის მიცემის პრინციპით გამოსავლენ კატეგორიებშიც – ,,საუკეთესო ტექსტი”, ,,საუკეთესო მუსიკალური ვიდეო”, ,,ტურნეს ფავორიტი სტილი” და სხვა.

ტეილორ სვიფტი iHeartRadio Music Awards-ის ისტორიაში ყველაზე მეტი ნომინაციისა და ჯილდოს, ასევე სპეციალური პრემიის რეციპიენტია. ამასთან, ბოლო სამი წლის განმავლობაში დაჯილდოების ტრიუმფატორადაც, სწორედ ის გვევლინებოდა.

წლევანდელი iHeartRadio Music Awards-ის ნომინანტთა სია ცნობილია – დაჯილდოების ნომინაციებს, ტეილორ სვიფტი ლიდერობს

როგორც ცნობილია, ცერემონიაზე გაიცემა სპეციალური ჯილდოები, შოუზე კი არაერთი შემსრულებელი იმღერებს, რომელთა სიას ქელანი და ჯონ მელენკამპი შეუერთდნენ. ცნობილი გახდა, რომ ეს უკანსაკნელი პრესტიჟულ პრემიას – Icon Award მიიღებს, რომლის აღსანიშნად შოუზე თავის ჰიტებს შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ მე-13 iHeartRadio Music Awards 26 მარტს, ლოს-ანჯელესში, ,,დოლბის თეატრში” გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები