ტეილორ სვიფტმა გადაწყვიტა, მომღერლის კარიერას არ დასჯერდეს. ვარსკვლავი მობილური ტელეფონებისთვის საკუთარ თამაშს გამოუშვებს. 26 წლის მომღერლის თქმით, აპლიკაცია უკვე დამუშავების პროცესშია და ონლაინ-მაღაზიებში ის წლის ბოლომდე გამოჩნდება.
ჩანაფიქრის განხორციელებაში სვიფტს კომპანია Glu Mobile დაეხმარება. ცნობილია, რომ კომპანიას უკვე შექმნილი აქვს თამაშები კიმ კარდაშიანისთვის და კეტი პერისთვის.