ტეილორ სვიფტი ,,როლინგ სტოუნის” ახალი ნომრის სახეა. ამერიკელი მომღერლის ინტერვიუ და ფოტოები ლეგენდარული ჟურნალის ოქტომბრის გამოცემაში დაიბეჭდება.
სურათებზე, რომლებიც ერიკ მადიგენ ჰეკმა გადაიღო, 29 წლის შემსრულებელი მდიდრული და დახვეწილი იმიჯით მოგვევლინა. ჟურნალის ყდაზე, ახალგაზრდა ვარსკვლავი ,,გუჩის” ლუქით მოხვდა.
ფერადი ფოტოსესიისთვის, მან ასევე ,,ერდამისა” და ,,ლუი ვიტონის” სამოსი მოირგო.
შეგახსენებთ, რომ ,,როლინგ სტოუნის” სექტემბრის ნომრის სახე – ჰარი სტაილზი იყო.
შიშველი ჰარი სტაილზი ,,როლინგ სტოუნის” ფურცლებზე (ფოტო)