LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტს პლაგიატში ადანაშაულებენ

54

სანამ ტეილორ სვიფტი აქტიურად მართავს ტურნეს, მომღერლის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე მზადდება. ცნობილი ხდება, რომ ვინმე ჯესი ბრაჰამი სვიფტს სიმღერის Shake It Off მითვისებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ტეილორმა არა მთლიანად სიმღერა, არამედ მისი ცალკეული ნაწილები მოიპარა.

ბრაჰამის თქმით, ფრაზის „Haters Gone Hate“ საავტორო უფლებები მას ეკუთვნის და არა სვიფტს, რომელიც სიმღერაში მინიმუმ 70-ჯერ იმეორებს.

ზიანის ასანაზღაურებლად ბრაჰამი სვიფტისგან 42 მილიონ დოლარს ითხოვს. მომღერლის წარმომადგენლები ამ ფაქტზე ჯერ-ჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები