LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტს სიმღერის ტექსტის მოპარვაში ადანაშაულებენ

58

სანამ ტეილორ სვიფტი საკუთარი გაყიდული ალბომების რაოდენობითა და თაყვანისმცემლების სიმრავლით ტკბება, ვინმე ჯესი ბრაჰამი მას სასამართლოში უჩივის. საიტ TMZ-ს ჟურნალისტების ინფორმაციით, სვიფტს ადანაშაულებენ სიმღერა Shake It Off-ის მოპარვაში. ბრაჰამის თქმით, ტეილორმა თავხედურად მოიპარა მისი 2013 წლის ჰიტის «Haters Gone Hate»-ის ტექსტიდან რამდენიმე ფრაზა.

ჯესი აცხადებს, რომ ფრაზაზე „Haters Gone Hate“ საავტორო უფლებები მას ეკუთვნის, სვიფტმა კი ის საკუთარ კომპოზიციებში სულ მცირე 70-ჯერ მაინც გამოიყენა.

პლაგიატისთვის ბრაჰამი სვიფტისგან 42 მილიონ დოლარს ითხოვს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები