აბონენტები ყველაზე ხშირად კომპანია “თელასს” უჩივიან. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგოომბუდსმენი ავრცელებს. ენერგოომბუდსმენის ცნობით, 2018 წლის პირველ 6 თვეში ენერგოომბუდსმენის აპარატში 2 905 განცხადება დარეგისტრირდა.
სამართლებრივი კონსულტაციებით 7 999 მოქალაქემ ისარგებლა, ხოლო ელექტრონულ ფოსტასა და Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე 887 წერილი დაფიქსირდა.
კომპანიების მიხედვით, საჩივრების სტატისტიკა ასე გამოიყურება:
სს ,,თელასი“ – 338
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ – 235
შპს ,,ყაზტრანსგაზი – თბილისი“ – 50
შპს ,,სოკარ ჯორჯია – გაზი“ – 93
შპს „საქორგგაზი“ – 805
შპს „ყამარგაზი“ – 20
სს ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ – 4
შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ – 490
შპს ,,მცხეთის წყალი“ – 11
შპს „ბათუმის წყალი“ – 1
შპს ,,რუსთავის წყალი“ – 251
შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგება“ – 607
ენერგოომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ელექტროენერგეტიკის მიმართულებით, ძირითად პრობლემად რეგიონებში არასათანადო მომსახურებისა და მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლის გამო თანხობრივი დარიცხვის საკითხები გამოიკვეთა. თბილისში მომხმარებლები პრტენზიას შეწყვეტილი მომსახურების აღდგენის დროს გამოთქვამენ გამო.