თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ წინანდალში მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტრაქტორს შეეჯახა, რა დროსაც ადგილზე გარდაიცვალა ტრაქტორის მძღოლი.
„ფორტუნა“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს, ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.