LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტელევიზიით ვუყურებდი – მანქანა ამოჰყავდათ და გავიფიქრე: „ვაი მის ოჯახს“, რა ვიცოდი, რომ ეს ჩვენი ოჯახის ვაი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი ასე ახლოს დაგვადგებოდა“ – რას წერს მეტეხის ხიდთან გარდაცვლილი გიგი ზარანდიას ნათესავი

1085
გიგი ზარანდია

4 მარტს, თბილისში, მეტეხის ხიდიდან ავტომობილის მტკვარში გადავარდნის შედეგად გარდაცვლილი გიგი ზარანდიას შესახებ მეგობრები და ახლობლები სოციალურ ქსელში სტატუსებს აქვეყნებენ და მას ემოციურად ემშვიდობებიან.

„მეუღლე და შვილი დარჩა…ძალიან კარგი მძღოლი იყო“ – ცნობილია მეტეხის ხიდთან დაღუპული ახალგაზრდას ვინაობა

გიგი ზარანდიას შესახებ „ფეისბუკში“ წერს მისი ნათესავი, ზაზა წურწუმიაც:

„მეტეხის ხიდთან რომ მანქანა გადავარდა, შექმნილ საცობზე დავიწუწუნე გაუაზრებლად… დღეს დილას ვიგებ, რომ გარდაცვლილი ბიჭი ჩემი ბიძაშვილის შვილის მეუღლეა“ – რას წერენ გარდაცვლილ გიგი ზარანდიაზე

„არ ვიცი, რა ვთქვა… არ ვიცი, როგორ მოგიახლოვდე ბიძაშვილო, [Eliso Sxuluxia] როგორ შეგხედო თვალებში… სიტყვები არაფერია იმასთან შედარებით, რაც შენს გულში ტრიალებს. ეს ტკივილი ადამიანის ძალებს აღემატება, და მე ვგრძნობ თავს უმწეოდ, როცა ვიცი, რომ ვერაფრით შეგიმსუბუქებ ამ განსაცდელს. გიგი…

მახსოვს, მაშინ, ავარიის დროსაც, როგორ იყავი, როგორ ებრძოდი ამდენ ტკივილს… მაშინაც ვერ გელაპარაკებოდი სათანადოდ, მაგრამ ახლა… ახლა კი საერთოდ ვერ ვპოულობ სიტყვებს, რომლებიც რამეს შეცვლიდა.

გუშინ ტელევიზიით ვუყურებდი კადრებს – მანქანა ამოჰყავდათ და გულში გავიფიქრე: „ვაი მის ოჯახს…“ რა ვიცოდი, რომ ეს ჩვენი ოჯახის ვაი იქნებოდა… რა ვიცოდი, რომ ეს ტკივილი ასე ახლოს დაგვადგებოდა“, – წერს ზაზა წურწუმია სოციალურ ქსელში.

„გამორიცხულია, თავი მოეკლა, 10 დღეში ქორწილი უნდა ჰქონოდა… სავარაუდოდ მანქანის მართვის დროს გაითიშა“ – რას ჰყვებიან ხობში გიგი ზარანდიაზე

არ ვიცი, რა ვთქვა… არ ვიცი, როგორ მოგიახლოვდე ბიძაშვილო, Eliso Sxuluxia, როგორ შეგხედო თვალებში… სიტყვები არაფერია…

Posted by ზაზა წურწუმია on სამშაბათი, 04 მარტი, 2025

ვიდეო: ვრცელდება მეტეხის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის კადრები – „შემთხვევით გადარჩა გამვლელი, რომელიც ტროტუარზე მიდიოდა“

ცნობისათვის, მეტეხის ხიდზე ავტომობილი მტკვარში 4 მარტს გადავარდა. ავტომობილი მტკვრიდან რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს. მისი ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით მიმდინარეობდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g