LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ ჭყონია პლასტმასის ბოთლების აკრძალვის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებაზე: „ცხელი ზაფხულის პირობებში ეს ვერ წარმომიდგენია…არ მგონია სწორი, მხოლოდ სასმელების გამო არ ბინძურდება გარემო – ევროპის ქვეყნებში არსად აკრძალული არ არის“

360
თემურ ჭყონია

12 მარტს, მთავრობამ „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“ მიიღო დადგენილება, რომელიც პლასტმასის ბოთლებით სასმელების წარმოების (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტისა და ბაზარზე განთავსების ეტაპობრივ აკრძალვას ითვალისწინებს.

2027 წლის 1 თებერვლიდან საქართველოში პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება და გაყიდვა იკრძალება

აღნიშნული გადაწყვეტილებას ბიზნესმენი თემურ ჭყონია „ბიზნესპრესნიუსთან“ ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის აკრძალვები ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არის.

მისივე თქმით, ევროპაში განვითარებულია ნარჩენების გადამამუშავებელი ინდუსტრია, რაც საქართველოში უნდა გაკეთდეს.

„ამ დადგენილების საფუძველი არის ის, რომ პლასტმასის ნაწარმი, რომელიც არის სურსათთან შეხებაში, გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი პროდუქტიაო. რა თქმა უნდა, ეს მართალია, მაგრამ მხოლოდ სასმელების გამო არ ბინძურდება გარემო, პლასტმასის ნაწარმი არის ქიმიაში, მედიცინაში, პარფიუმერიაში – თუ ერთი ნაწარმი ამოიღე და მეორე დატოვე, არ მგონია სწორი. არალოგიკურად მეჩვენება, თუ ქიმიის ნაწარმი დატოვე და წყალი ამოიღე… ამასთანავე, მარტო პლასტმასი არ აბინძურებს გარემოს…

ზაფხულში ყველაზე დიდი მოხმარებაა წყალსა და გაზიან სასმელებზეა. ცხელი ზაფხულის პირობებში, მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება პლასტმასის ბოთლით გაზიანი სასმელების აკრძალვა. ამას რა ჰქვია არ ვიცი, სიცხემ შესაძლოა სიკვდილიანობაც კი გამოიწვიოს. გადახედეთ ისტორიას, ცხელი ზაფხულის პირობებში ყველა რეგულაცია იხსნება ევროპის ბევრ ქვეყანაში, რომ ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი შეფუთვის სასმელი წყალი.

ევროპის ქვეყნებში არსად აკრძალული არ არის, ნარჩენს შემდგომი გადამუშავების ძვირფას ნედლეულად იყენებენ. ამ გზით იღებენ მეტ სამუშაო ადგილსაც – ამ სფეროს აქვს ამოუწურავი გამოყენების შესაძლებლობა“, – განუცხადა თემურ ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსს“.

ცნობისათვის, დადგენილების თანახმად, 2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმლის მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g