LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა:„პირადად გაცნობებთ საქმე როგორ შემოტრიალდა, სასიკეთოდ თუ სხვაგვარად“…

289
წიკლაური

მომღერალ თემურ წიკლაურის ქალიშვილი ქეთი წიკლაური მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში წერს.

თემურ წიკლაური დღეს 75 წლის გახდა – მომღერალი ისევ გორის ჰოსპიტალშია

მისი თქმით, გამოჯანმრთელბის იმედი დიდია, თუმცა ამ ეტაპზე მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

„მეგობრებო, თემურზე საუბარი რადგან დავიწყე, ახლაც მოკლედ რამოდენიმე სიტყვას ვიტყვი, ვიცი, ბევრი თქვენგანი ჩემი მამის შესახებ ყოველდღე სიახლეს ელის — კარგ ცნობას, თუმცა ამ წუთისთვის ჯერ ჯერობით კარგი სიახლე არ გვაქვს, თემურის მდგომარეობა გართულდა და დამძიმდა. მართალია ჩვენ იმედიანად ვართ, მაგრამ ფაქტია მისი მდგომარეობა გაუარესდა. ჩვენ გვესმის, თუ ზოგადად მსოფლიოში ამ ვირუსის გამო როგორი მძიმე ვითარებაა, მაგრამ ყველას გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ ჩვენი ოჯახის და კერძოდ თემურ წიკლაურის ამჟამინდელი მდგომარეობა გაითვალისწინოთ და არანაირ ჭორსა თუ მითქმა-მოთქმას აჰყვეთ და ფბ-ზეც ცრუ ამბების გაზიარებისგანაც გთხოვთ თავი შევიკავოთ. ასეთ დროს ტყუილ-მართალი ერთმანეთში ირევა და კიდევ უფრო მძიმე ატმოსფერო იქმნება, მე პირადად გაცნობებთ რა ხდება, რა მოხდა და საქმე როგორ შემოტრიალდა — სასიკეთოდ თუ სხვაგვარად. გთხოვთ მხნეობას. მადლობა თანაგრძნობისთვის
პატივისცემით?.
თქვენი ქეთი წიკლაური“, – წერს სოციალურ ქსელში მომღერლის ქალიშვილი.

კორონავირუსით დაინფიცირებული  75 წლის თემურ წიკლაური გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს. მისი გარდაცვალებისშესახებ ინფორმაცია არასწორად გავრცელდა.

თემურ წიკლაურის მკურნალობაში გერმანელი ექიმები ჩაერთნენ – მომღერლის მდგომარეობა არ გაუარესებულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g