LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Cybertruck-ის გაყიდვა ყიდვიდან ერთი წლის განმავლობაში შეუძლებელი იქნება

123
Tesla

კომპანია tesla-მ პიკაპი Cybertruck-ის გაყიდვა ყიდვიდან ერთი წლის განმავლობაში აკრძალა. ამერიკულმა კორპორაციამ შესაბამისი პუნქტი სამომხმარებლო შეთანხმების კონტრაქტში შეიტანა. პირობის დამრღვევებისთვის ავტომწარმოებელმა სანქციების მთელი სია მოამზადა. თუმცა, გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ელექტრონული პიკაპის მყიდველები მოდელის გაყიდვას ფლობის პირველ წელსაც შეძლებენ.

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, თუკი Tesla Cybertruck-ის მყიდველი მანქანას გასაყიდად ყიდვიდან ერთი წლის ვადაში გაიტანს, ამერიკელი კორპორაცია კომპენსაციის სახით 50 ათას დოლარს მიიღებს, ანდაც პიკაპის მთელი ღირებულების მოთხოვნა შეეძლება. გარდა ამისა, არაკეთილსინდისიერი კლიენტები ავტომწარმოებლის შავ სიაში მოხვდებიან და Tesla-ს მოდელების ყიდვას მომავალში ვეღარ შეძლებენ.

ხოლო, გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ავტომობილის გაყიდვა დაშვებული იქნება, თუმცა მყიდველმა ამის შესახებ პირველ რიგში tesla-ს უნდა აცნობოს და პრიორიტეტი მყიდველი სწორედ ის გახდება. ამერიკული ბრენდი ელექტრონულ პიკაპს ჩვეულებრივ ფასში გამოისყიდის, თუმცა ყოველ გავლილ მილზე 25 ცენტს დაქვითავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები