LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მ BMW-სა და Mercedes-Benz-ს აჯობა

29

ამერიკული საავტომობილო კომპანია Tesla ევროპის ბაზრის დაპყრობას განაგრძობს. ანალიტიკოსები იუწყებიან, რომ მისი პროდუქციამ 2017 წელს რეგიონში გაყიდვებით ისეთ მარკებს აჯობა, როგორიცაა Audi, BMW და Mercedes-Benz. უფრო კონკრეტულად კი Tesla Model S-მა ევროკავშირში A8-ს, 7 Series-სა და S-Class-ს გაასწრო.

სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ელექტროავტომობილი Tesla Model S ევროპაში 16 132 ერთეული გაიყიდა. ავტომობილზე მოთხოვნა 30%-ით არის გაზრდილი. მოდელი Mercedes-Benz S-Class 13 359-იანი ტირაჟით გაიყიდა, ხოლო BMW 7 Series ევროპაში 11 737 მყიდველი ნახა.

ექსპერტები გვახსენებენ, რომ Tesla ევროპაში მხოლოდ რამდენიმე მოდელს ყიდის, Audi, BMW და Mercedes-Benz კი მყიდველებს ბევრად მეტს სთავაზობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები