ჩინურ აკუმულატორებზე გადასახადების გაზრდის გამო „ტესლას“ მოდელის ამ მოდიფიკაციის საფასურის გაზრდა მოუწევდა, ამიტომ კომპანიამ მისი სერიიდან გაქრობა გადაწყვიტა. ამიერიდან ამერიკელებს მხოლოდ Long Range-ის ან ახალი ტოპ-ვერსიის Performance-ის ყიდვა შეუძლიათ.
გასულ წელს, Model 3-მა 6 წლის განმავლობაში პირველი განახლება მიიღო. ავტომობილი გარდაისახა როგორც შიგნიდან ასევე გარედან, ოფციების სია უფრო გამრავალფეროვნდა და ასევე 11-12 პროცენტით გაიზარდა სვლის მარაგი.
Tesla-ს გაყიდვების ანგარიშის მიხედვით, ამ წლის მესამე კვარტალში კომპანიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 462 890 ელექტროქარის რეალიზება მოასწრო, ეს კი 6,4%-ით უფრო მეტია, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელი. ამასთან, წარმოების მაჩვენებლები წელს 17,6%-ით გაიზარდა და 469 796 ელექტრომობილი შეადგინა.