ილონ მასკმა პირობა დადო, რომ რობო-ტაქსის სერვისს ზაფხულიდან დაიწყებს. იანვრის ბოლოს „ტესლას“ ხელმძღვანელმა ინვესტორებს უთხრა, რომ ავტონომიური ტაქსით ფასიანი მგზავრობები 2025 წლის ივნისიდან დაიწყებოდა. პირველადი ფრენებისთვის საუკეთესო პუნქტად კი ოსტინი, ტეხასის შტატი შეარჩიეს, სადაც ხელისუფლება უპილოტო ტაქსების გამოყენებას საერთო მოხმარების გზებზე არ ზღუდავს. მსგავსი მიდგომა მკვეთრად განსხვავდება კალიფორნიის პოლიტიკისგან, სადაც General Motors-ის და Alphabet-ის ავტონომიურ ტაქსებს ტესტავდნენ.
ტეხასი ფიქრობს, რომ უპილოტოების ექსპლუატაციის რეგულირების საქმეში არ უნდა ჩაერიოს. კომპანიებს, რომლებიც ასეთი მანქანებით არიან დაკავებული, მათი გზებზე გამოშვება თავისუფლად შეუძლიათ. პირობები საკმაოდ მსუბუქია: ავტომობილები დარეგისტრირებული, დაზღვეული და ვიდეო რეგისტრატორით უნდა იყვნენ აღჭურვილი. თუმცა, ავარიის შემთხვევაში პასუხისმგებლობა მწარმოებელს ეკისრება.
მასკი სრულყოფილი ავტონომიური მართვის სისტემის წარდგენას უკვე 10 წელია გვპირდება. ბოლო პერიოდში ამ თემაზე საუბარს მოუხშირა, ეს მაშინ როცა ყველაზე თანამედროვე ავტოპილოტი Tesla — Full Self-Driving – თავის დასახელებას სულ უფრო ხშირად ვერ ამართლებს.