მას შემდეგ რაც ილონ მასკმა კოსმოსში წითელი Tesla Roadster გაუშვა, 4 წელი გავიდა. ამ დროისთვის ელექტროქარი უკვე მარსის სიახლოვესაა, ჩვენს პლანეტას ის 377 მილიონი კილომეტრით დაშორდა.
როდსტერის კოსმოსში გაშვების შემდეგ ჩაეშვა საიტი – Where is Roadster? რომლის მეშვეობითაც Nasa „ტესლას“ გადაადგილებას თვალს ადევნებს. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ელექტროქარმა უკვე 3,2 მილიარდი კილომეტრი გაიარა.
გამოცემა Carscoops-ის ინფორმაციით, წითელი Roadster დედამიწას 6005 კილომეტრი საათში სიჩქარით შორდება, მარსს კი 27 955 კმ/სთ სიჩქარით უახლოვდება. წითელ პლანეტამდე „ტესლას“ 320 მილიონ კილომეტრზე ნაკლები მანძილი დარჩა გასავლელი. ელექტრომობილის საერთო გარბენი იმდენივეა, რამდენიც მას დედამიწის ყველა გზის 49-ჯერ მოვლის შემდეგ ექნებოდა.
Roadster-მა მზეს 2,62 წრე დაარტყა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ავტომობილი ჯერ ისევ არ დაშლილა, თუმცა მეტეორების დარტყმისგან კარგად დაზიანდებოდა.