LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრიწყაროს მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა: კონტაქტები დადგენილია

134
94332767-3081373175257114-1516818578764988416-n-1-945x650

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის კორონავირუსის სულ 20 შემთხვევაა დაფიქსირებული. კიდევ ერთი შემთხვევა დღეს დადასტურდა. ინფიცირებული მერიის თანამშრომელია. ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ინფიცირებულის კონტაქტები უკვე შესწავლილია და 40-ზე მეტი ადამიანი მეთვალყურეობის ქვეშაა. რეხვიაშვილის განმარტებით, ინფიცირებულის ოჯახის წევრები მკაცრი კარანტინის რეჟიმში იმყოფებიან.

„ერთი დადასტურებული ფაქტი დაგვემატა და ეს არის მერიის თანამშრომელი. გუშინვე მისი მჭიდრო კავშირები იქნა შესწავლილი. მერიის სხვა თანამშრომლებთან, ასევე ინფიცირებულის კონტაქტებთან კორონავირუსზე უარყოფითი პასუხია მოსული. ინფიცირებულის ოჯახი თვითიზოლაციაში, 40-ზე მეტი ადამიანი არის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ“, – აცხადებს შოთა რეხვიაშვილი.

თეთრიწყაროში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა

შეგახსენებთ, რომ გუშინ 26 აპრილს, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რაიონულ ცენტრში, თეთრიწყაროში, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.

 

magti 5g