LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრიწყაროში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა

122
95192848-2535671153201535-850560844965085184-o

თეთრიწყაროს შესასვლელებთან ბლოკპოსტები განთავსდა. ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე თეთრიწყაროს სოფლები არ ჩაიკეტება.

მაღალი ეპიდემილოგიური რისკის გამო თეთრიწყაროში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.

საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. რაიონული ცენტრის შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები და მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვებს უწყების თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.

შეგახსენებთ, დღეს, 26 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

თეთრიწყაროში კორონავირუსის 20 შემთხვევაა გამოვლენილი და დიდი ნაწილი მედპერსონალია

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 822 ტესტი გაკეთდა, აქედან დადასტურებულია 29 შემთხვევა.ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 485 ადამიანი, მათგან 136 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში 4 928 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 522.

მგონი საბოდიშოდ არ გვაქვს საქმე, როცა ასობით გარდაცვლილი არ გვყავს: იმნაძე

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

“პიკს თვის ბოლოს მოველით”- ცერცვაძე ვარაუდობს, რომ 1 000 შემთხვევას არ უნდა გადაცდეს

“სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეზობლებთან გადასვლას საქეიფოდ”- პაატა იმნაძე სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას მიმართავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g