LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრიწყაროში მომავალი წლიდან 24-საათიანი წყალმომარაგება იქნება

98

 

თეთრიწყაროში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.

ამჟამად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას წყალი 4-5-საათიანი გრაფიკით მიეწოდება. როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება 1800 ოჯახის  წყალმომარაგება და ისინი  მაღალი ხარისხის სასმელ წყალს 24-საათიანი გრაფიკით მიიღებენ.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს 1500  და 600  ტონიანი ორი რეზერვუარის რეაბილიტაცია. ასევე, რეკონსტრუქცია უტარდება საქლორატორს. დაგეგმილია 23,5 კმ მილსადენის  გამოცვლა,  1,5 კმ -ზე კი ჩაიდება სრულიად ახალი მილსადენი.  გამრიცხველიანდება 730 აბონენტი. პროექტი ევროპის საინვესტიციო  ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  მიმდინარეობს და მისი ღირებულება 2 379 976 ლარია.

პროექტი 2016 წლის  პირველ  კვარტალში დასრულდება. მას რეგიონული  განვითარებისა  და  ინფრასტრუქტურის  სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, გაერთიანებული  წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად ახორციელებს.  მიმდინარე სამუშაოები დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.

magti 5g