LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Rolling Stones ახალ ალბომს გამოუშვებს – ლეგენდარული როკ-ჯგუფი ორ სინგლს ავრცელებს

128
8 საშობაო ჰიტი, რომელიც ახალი წლის განწყობას გიქმნით (8)

ლეგენდარული ბრიტანული როკ-ჯგუფი, The Rolling Stones ახალ ალბომზე მუშაობს და გულშემატკივრებს კიდევ ერთ მუსიკალურ პროექტს ჰპირდება.

ბენდის ახალი ალბომის სახელია, Foreign Tongues. ალბომი 2026 წლის 10 ივლისს გამოვა და 14 სიმღერას გააერთიანებს.

ამ დროისთვის ალბომიდან ოფიციალურად გამოშვებულია ორი სინგლი: In The Stars, ალბომის მთავარი სინგლი, რომელიც ჯგუფმა ოფიციალურად 5 მაისს წარადგინა და Rough and Twisted.

ბიჭები კვლავ ერთიანდებიან – The Beatles და The Rolling Stones ერთობლივ პროექტზე მუშაობენ

ეს იქნება მათი მორიგი დიდი პროექტი 2023 წლის წარმატებული ალბომის, Hackney Diamonds-ის შემდეგ, რომელმაც მსოფლიო ჩარტებში მაღალი პოზიციები დაიკავა და კრიტიკოსების დადებითი შეფასებებიც მიიღო.

Hackney Diamonds – ლეგენდარულმა The Rolling Stones-მა ალბომი გამოუშვა

ვიდეო: დაბრუნება ვინტაჟურ ეპოქაში – The Rolling Stones-მა სინგლი Angry გაავრცელა

ინსაიდერების თქმით, ჯგუფს ახალი ტურნეს გამართვაც სურს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მიუხედავად მრავალწლიანი კარიერისა, The Rolling Stones კვლავ აგრძელებს აქტიურ მუსიკალურ საქმიანობას და ახალ პროექტებზე მუშაობას.

ჯგუფის წევრები, 82 წლის მიკ ჯაგერი, 82 წლის კიტ რიჩარდსი და 78 წლის რონი ვუდი უკვე ათწლეულებია მსოფლიო როკ-სცენის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არტისტებად ითვლებიან.

ვიდეო: როცა მსოფლიოს კიდევ ერთხელ უმტკიცებ, რომ წლები მხოლოდ ციფრებია – 80 წლის მიკ ჯაგერის შოკისმომგვრელად ენერგიული პერფორმანსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები