როგორც ცნობილია, „მეტამ“ „ტვიტერის“ კონკურენტი აპლიკაცია შექმნა. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია. პირველი 7 საათის განმავლობაში მასზე 10 მილიონი მომხმარებელი დარეგისტრირდა, თუმცა, ახლახან ცნობილი გახდა, რომ სოციალური ქსელი, დარეგისტრირებულ მომხმარებელთა ნახევარზე მეტმა დატოვა.
Meta-ს გენერალურმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ პლატფორმას მომხმარებელთა შენარჩუნება უჭირს, თუმცა, ის ასევე აღნიშნავს, რომ Threads -ის მაჩვენებლები მოსალოდნელზე უკეთესია. მას მიაჩნია, რომ მომხმარებელთა შენარჩუნების მაჩვენებელი გაიზრდება.
Twitter აპირებს, Meta-ს უჩივლოს – მიზეზი ახალი აპლიკაციაა, სახელად Threads
„მეტამ“ „ტვიტერის“ კონკურენტი აპლიკაცია შექმნა