შემეცნებითი პოდკასტების სერია – მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია, ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდიტორიაც ჰყავს შეკრებილი.
სწორედ ამ საინტერესო პოდკასტის პარტნიორი გახდა თიბისი, რადგან ტრადიციულად, საგანმანათლებლო და შემეცნებითი საკითხები კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია.
მწარე პოდკასტში თქვენთვის საინტერესო თემას აუცილებლად იპოვით. ნიკა ხოფერია მნიშვნელოვან და საკვანძო ეპიზოდებს საქართველოს და მსოფლიოს ისტორიიდან ისტორიკოსებთან და მკვლევრებთან ერთად განიხილავს. ასევე, შეძლებთ კულტურის, ცივილიზაციების, სამხედრო თემატიკაზე შექმნილი პოდკასტების მოსმენასაც.
მწარე პოდკასტის მოსმენას შეძლებთ შემდეგ პლატფორმებზე – Youtube და Spotify.
(R)