LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა

499
თიბისი

სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის თიბისიმ საზაფხულო Crash კურსები შექმნა, სადაც ისინი სრულიად უფასოდ სწავლობენ ტექნოლოგიებს და ეუფლებიან მომავლის პროფესიებს.

თიბისი, გოგონების მეტი ჩართულობისათვის, კრეატიულ სააგენტოსთან Playmakers კოლაბორაციით, დაუკავშირდა ქართველ ინფლუენსერებს. მათმა ჩართულობამ და TikTok-ზე გავრცელებულმა სამოტივაციო ვიდეოებმა რეგისტრაციის რიცხვი საგრძნობლად გაზარდა და, საერთო ჯამში, თიბისის საზაფხულო Crash კურსებზე 600-ზე მეტი გოგონა დარეგისტრირდა

თიბისის Crash კურსები არის ონლაინ კურსები ტექნოლოგიების ოთხი მიმართულებით, რომლებიც IX-XII კლასის მოსწავლე გოგონებს, მთელი საქართველოდან და არა მხოლოდ, სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს.

6000-ზე მეტი დარეგისტრირებული გოგონადან, კონკურსის შედეგად, შეირჩა 140 მონაწილე, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში შეისწავლიან:

  • შესავალს ხელოვნურ ინტელექტში
  • შესავალს მობილური აპლიკაციების შექმნაში
  • შესავალს ვებგვერდების პროგრამირებაში: Back-End (Python & Flask)
  • შესავალს ვებგვერდების პროგრამირებაში: Front-End (HTML,CSS)

ყველაფერი გამოგივა, მთავარია, გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g