სასექსის ჰერცოგინიას, მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის შვილს, ლილიბეთს 4 წელი შეუსრულდა. ქალიშვილის იუბილესთან დაკავშირდებით მეგანმა „ინსტაგრამის“ საშუალებით უამრავი ფოტო გამოაქვეყნა.
მედიისთვის ყველაზე შთამბეჭდავი მარკლის უკანასკნელი პოსტი გახდა. ეს გახლავთ მშობიარობის წინა ვიდეო.
ვიდეოში ჩანს, როგორ ცეკვავს ორსული მეგანი პრინც ჰარისთან ერთად სამშობიარო პალატაში, პოპულარული ტიკ ტოკ ტრენდის, Baby Mama-ს ფონზე.
„ზუსტად ოთხი წლის წინ… ჩვენი ორივე შვილი დაგვიანებით დაიბადა, დაახლოებით ერთი კვირა ველოდით… ასე რომ, როცა საკვები, საათობით სეირნობა და აკუპუნქტურაც აღარ ჭრიდა, ბოლოს მხოლოდ ერთი გზა იყო დარჩენილი!“, – წერს მარკლი.
მეგან მარკლიმ 4 წლის პრინცესა ლილიბეთის უიშვიათესი ფოტო გამოაქვეყნა
პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის შვილები მამის მსგავსად, წითურთმიანები არიან