ახალმა კორონავირუსმა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. სოციალური დისტანცირება დროებითი, მაგრამ დღეს დამკვიდრებული ნორმაა. პანდემიის გამო ადამიანების დიდი ნაწილი სახლში რჩება და მეგობრებს, ნაცნობებს და თანამშრომლებს ვერ ნახულობს. ზოგი მათგანი მოწყენილობას Netflix–ის და Youtube–ის დახმარებით ებრძვის, ზოგი კოლეგებთან ან მეგობრებთან კონტაქტისათვის Zoom–ს იყენებს, თუმცა დღეისათვის ყველაზე სწრაფად მზარდი პოპულარობით მაინც აპლიკაცია, სახელად TikTok ლიდერობს.
რა არის TikTok?
ეს გახლავთ სოციალური ქსელი, სადაც იუზერები ერთმანეთს სახალისო, მოკლე მუსიკალურ ვიდეოებს უზიარებენ. სოციალურ ქსელში ხდება საინტერესო და კრეატიული ვიდეოების შემქნა, გავრცელება და მათზე საკუთარი აზრის დაფიქსირება. TikTok ვიდეოებში, რომლებსაც იუზერები მეგობრებს უზიარებენ, ისინი ცეკვავენ, ვარჯიშობენ ან რაიმე სხვა ქმედებით არიან დაკავებული. ამ დროის მონაცემებით, აპლიკაცია უკვე 1 მილიარდჯერ ჩამოიტვირთა, ქსელს კი 500 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. TikTok-ის პოპულარობა ჯერ კიდევ პანდემიამდე იყო მზარდი, თუმცა საყოველთაო კარანტინის პირობებში მსოფლიოში აპლიკაციის ნამდვილი ბუმია. მის მომხმარებლებს შორის არიან ცნობილი ადამიანები და მსოფლიოში ცნობილი ბრენდებიც.
TikTok და Covid-19-ით გამოწვეული კრიზისი
მსოფლიო პანდემიის ფონზე ქვეყნების მთავრობებმა მოსახლეობას მისცეს მკაცრი რეკომენდაციები და სახლში დარჩენისაკენ მოუწოდეს. დაიხურა საჯარო თავშეყრის ადგილები, გაუქმდა ან გადაიდო სპორტული და მუსიკალური ღონისძიებები. აიკრძალა შეკრებები. ოველივე ამან ადამიანები აიძულა მოენახათ ახალი გზა გასართობად და სხვა ადამიანებთან კონტაქტისათვის. TikTok მსოფლიო მედიასენსაციად იქცა. დღესდღეობით იგი ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც ადამიანები სოციალური დისტანცირების პირობებში ერთმანეთთან ურთიერთობას ინარჩუნებენ. ზოგიერთი იუზერი ან იუზერთა ჯგუფი ქსელში საყოველთაო პოპულარობით სარგებლობს. ახალ მედიაპლატფორმას დიდი ყურადღებით აკვირდებიან განათლების სისტემის მესვეურებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ შესაძლოა აპლიკაცია ბავშვებს განათლების დისტანციურად მიღებაში დაეხმაროს. TikTok-ის მომხმარებელთა შორის მრავლად შეხვდებით მსახიობებს, მუსიკოსებს, სპორტსმენებს და საზოგადოებისათვის ცნობილ სხვა ადამიანებსაც.
Music Business Worldwide-ის ცნობით, თებერვალთან შედარებით მარტში აპლიკაციის ჩამოტვირთვის მაჩვენებელმა 27%-ით მოიმატა.
რატომ არის TikTok ასეთი ფენომენი?
ამას რამოდენიმე მიზეზი აქვს.
ეს არის აპლიკაცია თავისი იდენტობით – TikTok არის სოციალური ქსელი. აპლიკაცია მომხმარებლებს სახალისო მუსიკალური ვიდეოების შემქნასა და გვარცელებაში ეხმარება, გამოსაყენებლად კი ძალიან იოლია და მას ალღოს ადვილად აუღებთ.
დაინტერესებული საზოგადოება – TikTok-ის ყველა მომხმარებლამ იცის, როგორ გამოყენება აპლიკაცია. მის პოპულარობას ხელს ბუნებრივია არსებული ვითარებაც უწყობს. ადამიანებს ძალიან სჭირდებათ გართობა და დადებითი ემოციები.
სახალისო კონტენტი – TikTok მომხმარებლებს ერთმანეთთან დაკავშირების სხვადასხვა სახალისო გზას სთავაზობს. მათ შეუძლიათ ერთმანეთის ვიდეოები მოიწონონ, ან თავისი ვიდეოთი უპასუხონ. რაც მთავარია, აპლიკაციის კონტენტი დადებითი ხასიათისაა და პოზიტიურ ემოციებს იწვევს.
სოციალური დისტანცირება – შეუძლებელია TikTok-ის წარმატებაზე საუბარი არსებული კრიზისის და პანდემიის ხსენების გარეშე. ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ფიზიკურად ვერ ეკონტაქტებიან, ვერ ნახულობენ მეგობრებს და ზოგ შემთხვევაში ოჯახის წევრებს, ახალი სოციალური ქსელის საშუალებით მეტ-ნაკლებად კარგი განწყობის შენარჩუნებას ახერხებენ.