LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა: „4 ოქტომბრის მოვლენებმა ბევრი კითხვა გააჩინა, იმედია, მურთაზი, სხვა დაკავებულები, მინიშნებებით არ შემოიფარგლებიან, რეჟიმს ნახევარი სიმართლით ვერ დაამარცხებ“

117
თინა ბოკუჩავა

პრეზიდენტის რეზიდენციასთან განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი კითხვა გააჩინა, იმედია, მურთაზი, სხვა დაკავებულები, მინიშნებებით არ შემოიფარგლებიან, რუსული ტიპის დიქტატურას და რეჟიმს ნახევარი სიმართლით ვერ დაამარცხებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, როგორც არასდროს, გამარჯვებისთვის პოლიტიკაში სიმართლეა აუცილებელი.

„4 ოქტომბერს პრეზიდენტის რეზიდენციასთან განვითარებული მოვლენებმა, მურთაზ ზოდელავას კომენტარმაც, ბევრი კითხვა გააჩინა. იმედია, რომ მურთაზი, სხვა დაკავებულები, მხოლოდ მინიშნებებით არ შემოიფარგლებიან. რუსეთს, „ეფესბეს“ და მის მიერ მართულ რუსული ტიპის დიქტატურას და რეჟიმს როდესაც ებრძვი, ნახევარი სიმართლით ვერ დაამარცხებ. დღეს, როგორც არასდროს, აუცილებელია პოლიტიკაში სიმართლე გამარჯვებისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, მათი მდგომარეობა რთულია და ყველა შევდივართ ერთმანეთის მდგომარეობაში, მაგრამ აუცილებელია სიმართლის თქმა. იმედი მაქვს, რომ მეტს გავიგებთ, მათ შორის იმ მინიშნებასთან დაკავშირებით, რომელიც მათგან მოვისმინეთ სუს-ის ჩარევასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ღალატს 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებში, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ „რაც არ ვიცი, იმაზე სპეკულაციას ვერ დავიწყებ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g