LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა: მნიშვნელოვანია პარტიამ წინ გაიხედოს და ზოგადად ოპოზიციამაც, გადავლახოთ ყოველგვარი ურთიერთდაპირისპირება

159
თინა ბოკუჩავა

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია პარტიამ წინ გაიხედოს და ზოგადად ოპოზიციამაც მაქსიმალურად წინ გაიხედოს, გადავლახოთ ყოველგვარი ურთიერთდაპირისპირება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა და ამასთანავე უპასუხა კითხვას, პარტიაში ხელახალი თავმჯდომარის არჩევნების შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით.

როგორც ენმ-ის დეპუტატმა აღნიშნა, მისთვის მსგავსი ინფორმაციას ცნობილი არ არის.

ლევან ბეჟაშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ინგლისურის არცოდნის გამო, პარტიის თავმჯდომარეობიდან ხაბეიშვილის გადაყენება იგეგმება

„ვერ გეტყვით, ჩემთვის ასეთი ინფორმაცია ნამდვილად არ არის ცნობილი, რომ ახლა ჩატარებული არჩევნების შემდეგ კვლავ არჩევნები იგეგმებოდეს.

მე ვფიქრობ, რომ ეს მართებული არ იქნება. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, ამ შემთხვევაში, პარტიის, როგორც ერთი რიგითი წევრის, რომლებთან ერთადაც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძვი უკვე მე-11 წელია.

ხაბეიშვილი კითხვაზე, ხომ არ გეგმავს მელიასთან დაზავებას: „ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩათვალეთ, რომ ყველასთან დაზავებული ვარ“

„არ არის აუცილებელი, ეს პირობითად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყოს, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ლიდერებთან ვთანამშრომლობ.“

ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება იმიტომ, რომ ვფიქრობ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია პარტიამ წინ გაიხედოს და ზოგადად ოპოზიციამაც მაქსიმალურად წინ გაიხედოს, გადავლახოთ ყოველგვარი ურთიერთდაპირისპირება და ვკონცენტრირდეთ უმთავრესზე.

იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეები ცვლილებისთვის მზად არიან, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, მაგრამ ბუნებრივია, ჩვენი პასუხისმგებლობაა, როგორც ოპოზიციის, რომ ჩვენ შევთავაზოთ რეალური დემოკრატიული, პროდასავლური ალტერნატივა.

ნიკა მელია: ძალა არა ერთფეროვნებაში, არამედ განსხვავებულთა ერთობაშია

ამისთვის, რა თქმა უნდა, მთავარი ოპოზიციური პარტია ფორმაში უნდა იყოს და არა მუდმივი არჩევნების რეჟიმში.“– განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები