თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული თინათინ თინიკაშვილი მომავალი თვიდან სწავლას გააგრძელებს თომას ჯეფერსონის მიერ დაარსებული ვირჯინიის უნივერსიტეტის (University of Virginia) სამართლის სკოლაში, აშშ-ში, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი ცნობით, თინათინმა მოიპოვა ყველაზე მაღალი დაფინანსება, რაც წელს გაიცა LL.M. პროგრამის (სამართლის მაგისტრატურის) სტუდენტებზე. ვირჯინიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა 10 საუკეთესო ამერიკულ სამართლის სკოლას შორის ერთ-ერთია, ხოლო საჯარო უნივერსიტეტებს შორის – პირველი.
სწავლის ნაწილობრივი დაფინანსებით, თინათინი ასევე ჩაირიცხა შემდეგ წამყვან უნივერსიტეტებში: Columbia University, Cornell University, Northwestern University, Fordham University, Vanderbilt University, University of Southern California და University of California, Davis. ასევე, თინათინმა მოწვევა მიიღო University of Pennsylvania-დან.
თინათინი სახალხო დამცველის აპარატში სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებზე 6 წელზე მეტია მუშაობს და სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში აპირებს უფრო სიღრმისეულად ისწავლოს საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები.
სალომე წერეთელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესის სკოლის, INSEAD-ის პარიზის კამპუსში ისწავლის
ელენე მურჯიკნელი მაგისტრატურაზე სწავლას გაერთიანებულ სამეფოში, London Business School-ში გააგრძელებს
გაიცანით ქართველი გოგონა, რომელმაც კარიერა ლონდონში KPMG-ში გააგრძელა
„უნივერსიტეტმა დამიფინანსა სწავლის გადასახადი“ – ანი ჭიღიტაშვილი სწავლას ბერკლიში გააგრძელებს
რეზი ცეცხლაძე მსოფლიოში ყველაზე დიდ ღვინის კონკურსზე Berliner Wine Trophy-ზე ჟიურის წევრად მიიწვიეს
გაიცანით რუსთაველი მოსწავლე, რომელსაც სწავლას ევროკავშირი 50 000 ევროთი დააფინანსებს
ქართველი გოგონა სრული დაფინანსებით სწავლას College of Europe-ში გააგრძელებს